Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საავტორო ზღაპრები და მათი ფოლკლორული წყაროები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრა, ფრანკოფონული საუნივერისტეტო სააგენტოს AUF -ის მხარდაჭერით, 2025 წლის 23 დეკემბერს გამართავენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის -  „საავტორო ზღაპრები და მათი ფოლკლორული წყაროები“, რომელიც, ასევე,  მოიცავს  პერფორმანსს.  

 

ზღაპრის მეცნიერული ანალიზი ფილოლოგს შეუძლია ზეპირსიტყვიერ ტრადიციაზე დაკვირვებით, ლიტერატურულად დამუშავებული ტექსტის ანალიზით, სხვადასხვა მეთოდით, იქნება ევოლუციონისტური, სტრუქტურალისტური თუ სხვა. არსებობს კიდევ ერთი გზა თვითონ იქცეს ავტორად და გახდეს იმ რიტუალის ნაწილი, რომელსაც თხრობის ცოცხალი პროცესი ჰქვია.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული და ფრანგული ფოლკლორითა და ლიტერატურით, ფილოლოგიური ძიებით, ხალხური და ლიტერატურული ზღაპრის შესწავლით ან ახალი მხატვრული ტექსტის შექმნით. სამეცნიერო კონფერენცია დასრულდება პერფორმანსით. წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ შექმნილი რამდენიმე საავტორო ზღაპარი ტრადიციული თხრობის მოდელის საფუძველზე.

სამეცნიერო მოხსენებების თემატიკა:

 

Ø ხალხური ზღაპრის სტრუქტურული ანალიზი

Ø ხალხური ზღაპრის ლიტერატურული გადამუშავება

Ø საავტორო ზღაპრების სტილი და სტრუქტურა

Ø ზღაპრის შექმნა: წერა და თხრობა

Ø ფრანგული ზღაპარი

Ø ზღაპარი, მსმენელი, მკითხველი

Ø ქართული და ფრანგული ზღაპრების ტიპოლოგია

 

მოხსენების სათაური (ხელმძღვანელის ვინაობის მითითებით) და თეზისები (მაქს. 100 სიტყვა ქართულ ენაზე) გამოგვიგზავნეთ 25 ნოემბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე: folkloristika@yahoo.com 

მოხსენებებს და საავტორო ზღაპრებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. მონაწილეობის შესახებ პასუხს გაცნობებთ 30 ნოემბრამდე.

 

კონფერენციის კოორდინატორები: ელენე გოგიაშვილი და ნინო ქავთარაძე

კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  

თარიღი: 18/11/2025